აღწერა
კომპანია "ბიომარკეტი" ქოლცენტრი, რომელიც 7 წელზე მეტია აქტიურად ოპერირებს სილამაზისა და ჯანდაცვის სფეროში, გაფართოების მიზნით ეძებს ქოლ-ცენტრის ოპერატორებს!
ჩვენი ორგანიზაცია საშუალებას აძლევს დასაქმებულს, მისი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, მიიღოს ცოდნა და გამოიყენოს იგი ეფექტური მუშაობისთვის, განივითაროს უნარები და შეიქმნას მყარი ფუნდამენტი კარიერული წინსვლისთვის!
ჩვენ გეძებთ შენ, თუ:
** გაინტერესებს გაყიდვების სფერო;
** გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია;
** გაქვს მომხმარებლის დარწმუნების უნარი;
** ორიენტირებული ხარ შედეგებზე;
** ხარ დისციპლინირებული.
ძირითადი შესასრულებელი ამოცანებია:
** სატელეფონო კომუნიკაცია დაინტერესებულ მომხმარებელთან;
** პროდუქციის პრეზენტაცია;
** უკვე დაინტერესებული მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** გარიგების დადება და შეკვეთის CRM პროგრამაში გაფორმება.
რას გთავაზობთ?!
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9 საათი (საათები შეთანხმებით);
** საათობრივი ანაზღაურება და საბონუსე სისტემა (საშუალოდ: 800-1500 ლარი);
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა;
** პროფესიული ტრენინგ-კურსები;
** მეგობრული გუნდი;
** სასიამოვნო გარემო;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** FitPass.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected], subject_ში აუცილებლად მიუთითეთ ქოლცენტრის ოპერატორი! გისურვებთ წარმატებებს! |