ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - იურისტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, მონაწილეობს უნივერსიტეტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ საქმიანობაში;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს უნივერსიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი აქტების შემუშავებაში და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და ამზადებს დასკვნებს;
** უნივერსიტეტის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციას.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის ძალიან კარგი ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ხელფასი: 1300 ლარი (ხელზე ასაღები).
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათი შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.ge არაუგვიანეს 30 აგვისტოსი. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს ტესტირება ჩაუტარდებათ ინგლისურ ენაში.
გასაუბრება დაენიშნებათ ტესტირების შედეგად შერჩეულ კანდიდატებს.

მოკლე აღწერა

1300 / ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 03/08/2019

ბოლო ვადა : 30/08/2019

სამუშაო ID : 3776-MGD3T53yJ

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს