G&A GROUP - იურისტი

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.


შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში იურისტის პოზიციაზე.



ძირითადი მოთხოვნები:

  • კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში
  • სასარჩელო დოკუმენტაციის მომზადება
  • კომპანიის წინაშე არსებული დავალინებების ამოღების მიზნით, სააღსრულებო ღონისძიებების წარმოების ინიცირება და მართვა
  • დავის მხარეებთან, ასევე კომპანიის წინაშე ვადაგადაცილებული ვალდებულების მქონე პირებთან მოლაპარაკებების წარმოება
  • სამართლებრივი დასკვნის მომზადება დასმულ საკითხებთან დაკავშირებით



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე (მიკროსაფინანსო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში
  • სააღსრულებო და საპროცესო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ადვოკატთა ასოციაციის წევრობა
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)



პიროვნული თვისებები :

  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის გრძობა



დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათით მისამართზე: hr@gagroup.com.ge ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 24/07/2019

ბოლო ვადა : 30/07/2019

სამუშაო ID : 2063-nLoeZiTIH

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს