ევროპროდუქტი - იურისტი

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo, Heidi და სხვა, ხოლო  2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge


ვაკანსიის დასახელება: იურისტი



სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საწყისი ანაზღაურება:  კვალიფიკაციის მიხედვით


პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 



აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა




ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასამართლოში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის წარმოება;
  • ხელშეკრულებების და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
  • შრომითი ხელშეკრულებების და ბრძანებების შედგენა;
  • დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი;



გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 02/08/2019

ბოლო ვადა : 30/08/2019

სამუშაო ID : 3712-2WCxAAJkO

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს