- იურისტი

უკრაინულ-ქართული კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი/ბათუმი
განაკვეთი: სრული (10:00-19:00სთ/წთ)
ანაზღაურება განისაზღვრება 1000-დან 1500 ლარამდე კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიება;
** საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამართლის ბაკალავრი (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; (სავალდებულოა);
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სავალდებულოა);
** უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ რუსულ და ინგლისურ ენებს (წერილობითი/ზეპირი);
** მართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 17/07/2019

ბოლო ვადა : 18/07/2019

სამუშაო ID : 634-NsW1A8RNT

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს