YIC - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მაგისტრებისთვის

  • უკვე გაქვს მაგისტრის ხარისხი?
  • ხარ დაინტერესებული მეცნიერებით? მოგწონს სწავლისა და კვლევა-ძიების პროცესი?
  • მუდმივად ეძებ განვითარებისა და თვითრეალიზაციის გზებს?
  • მზად ხარ შეეჭიდო რთულ და საინტერესო პრობლემებს?
  • არ გაშინებს ტექნიკური და ნახევრად ტექნიკური საკითხების შესწავლა?
  • B1/B2 ან უფრო მაღალ დონეზე იცი ინგლისური და/ან რუსული ენები?
  • გინდა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საერთაშორისო განვითარებასა და კაცობრიობის პროგრესში? 

 

 

ამ კითხვებიდან მინიმუმ 5-ს დადებითად თუ პასუხობ, მაშინ ეს განაცხადი შენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა!

ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი საშუალებას გაძლევთ გაიაროთ სტაჟირება და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება. 

სტაჟირება არის ანაზღაურებადი და ახლო მომავალში შესაძლებელია საუკეთესო კანდიდატების, როგორც დასაქმება, ასევე სადოქტორო სტიპენდიით დაფინანსება. 

 

მოვალეობები:

  • სამეცნიერო სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება;
  • სამეცნიერო მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება;
  • ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

სტაჟირების პირობები:

  • განაკვეთი: არასრული (შეთანხმებით);
  • სამუშაო დღეები და დროები: შეთანხმებით;
  • სტაჟირების პერიოდი: 1-3 თვე;

 

წინამდებარე სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე და რეკომენდაციები იმეილზე - youthinnovativecenter@gmail.com

იმეილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: "სტაჟირების პროგრამა მაგისტრებისთვის“.

ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი გისურვებთ წარმატებებს!

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 12/09/2019

ბოლო ვადა : 27/09/2019

სამუშაო ID : 8715-cNAmnplQZ

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს