ჭრელი აბანო - ადმინისტრატორი

შპსჭრელი აბანო“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ადმინისტრატორი (რეცეფციის თანამშრომელი).

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატელეფონო და ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა;
  • სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • კომპანიაში შემოსულ ზარებსა და სატელეფონო შეტყობინებებზე დროული და თავაზიანი პასუხი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
  • შემოსული და/ან გასული დოკუმენტებისა და კორესპონდენციის მოწესრიგება-კონტროლი;
  • ყველა ადმინისტრაციული საკითხის დროული და ეფექტური მოგვარება;
  • საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის შესყიდვა, გახარჯვა და ჩამოწერა;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დაგეგმარების უნარი;
  • გუნდური სულისკვეთება;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაინტერესდით რომელიმე ზემოთ აღნიშნული პოზიციით და აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: contact@chreli-abano.ge

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 24/07/2019

ბოლო ვადა : 14/08/2019

სამუშაო ID : 2053-TEvIazGmD

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს